დუბაიში, ტაქსები მიწიდან ჰაერში ინაცვლებს. უპილოტო თვითმფრინავის ტაქსები ოპერირებას მიმდინარე წლის ივლისში დაიწყებს.
“ტაქსი დრონი” თითქმის უკვე მზადაა. მას ერთი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება.
ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის გზებისა და ტრანსპორტის სააგენტომ მსოფლიო სამიტზე განაცხადა.
https://www.youtube.com/watch?v=1Cfv565uj3I
საჰაერო ტაქსს 100 კგ მასის მქონე ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მგზავრი დანიშნულების ადგილს სენსონურად ირჩევს, თუმცა სხვა კონტროლის მექანიზმი არ აქვს.
მფრინავი ტაქსი საათში კი 161 კილომეტრს ავითარებს.
მისი გამოძახება ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ტესტირების რეჟიმში დრონმა დუბაის ცაზე რამდენიმე მიმართულებით ფრენა უკვე განახორციელა. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სანამ მასში ადამიანი ჩაჯდება დრონმა 10000 საათიანი ფრენის გამოცდა უნდა ჩააბაროს.
ის აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც გაუმართაობის დროს, უახლოეს დასაფრენ ადგილას დაეშვება, ამასთან დრონს მუდმივი კავშირი აქვს ცენტრალურ ოფისთან, საიდანაც მისი მართვაცაა შესაძლებელი.
ასეთი ტაქსებით მოძრაობის ნებართვა უკვე გაიცა ნევადაში 2016 წელს.
თამთა უთურგაშვილი