დუბაი გეგმავს ახალი მთავარი ატრაქციის აშენებას ტურისტებისთვის და იქაური მაცხოვრებლებისთვის.
პროექტის ღირებულება 2 მილიარდი დირჰამი (დაახლოებით 545 მილიონი დოლარი) იქნება.
პროექტი სახელწოდებით „დუბაის თერმები“ გულისხმობს 100 მეტრის სიმაღლის სტრუქტურის შექმნას, რომელშიც განთავსდება გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საწყლოსნო პარკი და მსოფლიოში ყველაზე დიდი დახურული ბოტანიკური ბაღი.
პროექტი, რომელიც დუბაის ცენტრში, ზააბელის პარკში განთავსდება, 2028 წელს დასრულდება. ახალი კომპლექსი ყოველწლიურად 1,7 მილიონ ვიზიტორზე იქნება გათვლილი.