დუბაიში კერძო თვითმფრინავი ACJ TwoTwenty წარადგინეს, ხომალდი რომელიც წვეულებებისთვისაა გათვლილი.
ლაინერი wi-fi-ითა და მძლავრი ხმოვანი სისტემითაა აღჭურვილი. ბორტზე არის საცეკვაო ზონა, ასევე კინოთეატრი, სასადილო სივრცე, შხაპი და საძინებელი. ამ სიამოვნების ღირებულება 80 მილიონი დოლარია.
თვითმფრინავი მთლიანობაში 16 ადამიანზე გათვლილი, მისი ერთი საათით დაქირავება 13 ათასი დოლარი ეღირება.
პროექტის ავტორთა ინფორმაციით, წვეულების ლაინერი რამდენჯერმე უკვე დაიქირავეს, ერთ-ერთმა კლიენტმა კი ის კარიბის ზღვის კუნძულებზე 2 კვირიანი მოგზაურობისთვის დაჯავშნა.
საინტერესოა, რომ ფეშენებელური ლაინერი ჩვეულებრივ კერძო თვითმფრინავთან შედარებით 20-30%-ით უფრო ძვირია, რაც არც თუ ისე დიდი სხვაობაა, ამიტომ მასზე სავარაუდოდ, მომავალშიც დიდი მოთხოვნა იქნება.