ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ ”სელესაოს” რიგებში ტრავმირებული რობერტო ფირმინოს ნაცვლად „სანტოსის“ 35 წლის თავდამსხმელი რიკარდო ოლივეირა გამოიძახა.
ოლივეირა 2006-2008 წლებში „მილანის“ ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 37 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. თავდამსხმელი ამჟამად ბრაზილიის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია – რიკარდოს ანგარიშზე 17 გოლია.
35 წლის ფორვარდმა ბოლოს ეროვნული ნაკრების მაისური 8 წლის წინ მოირგო, დუნგას გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი იყო.