LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დვალი ჩემპიონია, ხოჭო მალე გახდება: ლეგიონერების უქმეები

93
i_31458cb78be5796dd0cbd4aafbfd2539_1556394380728567_0

ლაშა დვალი პირველი ქართველი ლეგიონერია, რომელიც ჩემპიონი გახდა. უნგრეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ „ფერენცვაროში“ უკვე გახდა გამარჯვებული და მიუხედავად იმსაა, რომ ბოლო ტურში „ჰონვედთან“ 2:3 წააგო. ვერ მოიგო მისმა კონკურენტმა, „ვიდმა“ და „ფერენცვაროში“ მიუღწეველია. ლაშა დვალი ტრადიციულად ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.
ლაშა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პოლონური “პოგონიდან” გადავიდა ბუდაპეშტურ გუნდში და ძირითადის ფეხბურთელიც გახდა. მის ანგარიშზე 11 მატჩი და 2 გოლია.

 

დიდი ალბათობით, მალე გახდება ქვეყნის ჩემპიონი დათა ხოჭოლავაც.
დონეცკის „შახტარმა“ ფინალური ექვსეულის მატჩი მოიგო გასვლაზე „მარიუპოლთან“ 1:0. ხოჭოლავამ მატჩი სრულად ითამაშა. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე დონეცკელები კიევის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებენ.

გიორგი ჩაკვეტაძის საქმე ისევ ვერ არის კარგად.
„გენტმა“ „გენკს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. 19 წლის ქართველი მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გამოიყვანეს განაცხადიდან. „გენტს“ თასის ფინალი უწევს 1 მაისს ბრიუსელში “მეხელენთან“ და ჯერ არ იციან ჩაკვეტაძე შეძლებს თამაშს თუ ვერა.
გიორგი ქვილითაია კი ძირითად შემადგენლობაში პირველად დააყენეს. მან 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში კი შეცვალეს.

 

რუსეთში, „ლოკომოტივმა“ „ენისეისთან“ 2:1 მოიგო. საბა კვირკველიამ როგორც ყოველთვის შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო იყო.
ჯანო ანანიძემ საგოლე პასი გააკეთა. „კრილია სოვეტოვმა“ სტუმრად ლიდერ „ზენიტთან“ 2:4 წააგო.

 

სამთვიანი შესვენების შემდეგ, „სარაგოსას“ განაცხადში მოხვდა გიორგი პაპუნაშვილი. „სარაგოსა“ „კორდობას“ ესტუმრა და 1:0-ს გაიმარჯვა. ქართველი მოედანზე 81-ე წუთზე სწორედ მის ნაცვლად შევიდა.

 

ძირითად შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომლის „შტურმი“ შინ მეორეადგილოსან „ლასკთან“ 2:3 დამარცხდა. კიტეიშვილი 57-ე წუთზე ორთაბრძოლისას ცუდად დაეცა და გაიყვანეს.

 

პორტუგალიაში, “ნასიონალი” 1:4 დამარცხდა სტუმრად “შავეშთან”, ავთო ებრალიძე 74-ე წუთზე შევიდა.

სრულად, 90 წუთი ითამაშა ვატო არველაძემ, მაგრამ მისმა “კორონამ” შინ 0:2 წააგო გდინიას “არკასთან”.

ტრავმის გამო ისევ არ ყოფილა განაცხადში გიორგი ლორია, “მაგდებურგმა” კი შინ 2:1 დაამარცხა “ფიურტი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები