აშშ-ში ძაღლმა გადაარჩინა პატრონი, რომელიც ავტომობილის მართვას ვერ გაუმკლავდა და მანქანით ხრამში გადავარდა. ამის შესახებ Click Orlando წერს.
კაცი 4 ძაღლთან ერთად ორეგონის შტატის მთიან მასივში გადაადგილდებოდა. ერთ-ერთ მოსახვევში მან ავტომობილი ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა ძაღლმა 6,5 კილომეტრი იარა იმ ადგილამდე, სადაც ტურისტების ოჯახს ბანაკი ჰქონდა გაშლილი. ძაღლმა მოლაშქრეებს აგრძნობინა, რომ რაღაც ვერ იყო რიგში.
მეორე დღეს ოჯახმა ხრამში მანქანა იპოვა. ტურისტებმა მაშინვე მაშველებს დაურეკეს, რადგან ავარიის ადგილამდე ჩასვლა თავად ვერ შეძლეს. მძღოლი მანქანიდან დაახლოებით 90 მეტრში იპოვეს და მისი გადარჩენა მოხერხდა.
ავარიის ადგილზე ნახეს დანარჩენი 3 ძაღლიც და თავს ისინიც კარგად გრძნობენ.