LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ბევრი საავტორო სიმღერა მაქვს…  განსაკუთრებით იმ პერიოდში ვმუშაობ აქტიურად, როცა გრძნობები გამძაფრებულია“ – ლელა ვეშაგური პრემიერით „არ დაიდარდოში“

253
Untitled design (14)

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ლელა ვეშაგური სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გამოიღვიძა ბუნებამ“ პრემიერა შედგა.

ლელა, თქვენი სიმღერა „სიყვარული ერთხელ მითქვამს“ წლებია ძალიან პოპულარულია, რა მოგიტანათ ამ სიმღერამ და ამჯერად რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში, თუ იღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში?

სიმღერამ, რომელიც 2015 წელს გაჟღერდა თქვენი რადიოს საშუალებით, მსმენელის გული დაიპყრო. როდესაც ეს სიმღერა ჩავწერე და დაპრემიერდა, ამის შემდეგ, მქონდა გარკვეული პაუზა, ცხოვრებისეული სირთულეების გამო.

ძალიან ბევრი საავტორო სიმღერა მაქვს და ნელ-ნელა გამოვამზეურებ. განსაკუთრებით იმ პერიოდში ვმუშაობ აქტიურად, როცა გრძნობები გამძაფრებულია ან სიხარულით ან სევდით.

ვისაუბროთ სიმღერაზე „გამოიღვიძა ბუნებამ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ამ სიმღერას საინტერესო ისტორია აქვს. ფატი ბროლაშვილმა, ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა მაჩუქა ეს სიმღერა.

აღნიშნული სიმღერა სპეციალურად თქვენთვის შექმნა ფატიმ?

ეს სიმღერა ფატის უკვე დაწერილი ჰქონდა. ზოგადად ფატი ვერ იმეტებს ხოლმე თავის სიმღერებს და მართლა მოულოდნელი იყო ეს საჩუქარი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მითხრა, შენთვის მაქვს სიმღერა, ჩვენი მეგობრობის სამახსოვროდ, გაჩუქებო.

სულ ვამბობდი, რომ გარდა ჩემი დაწერილი სიმღერებისა, სხვას ვერ ვმღერი, რადგან თუ გულიდან არ არის გამოვლილი, შესისხლხორცებული, ჩემეულად ნათქვამი, თითქოს, არ გამომდის. მართლა პირველი სიმღერაა, როცა სხვისი საავტორო ნამუშევარი შევასრულე. ძალიან გავითავისე და ძალიან მომეწონა. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. ზაზამ ულამაზესი არანჟირება შექმნა.

ლელა ვეშაგური – გამოიღვიძა ბუნებამ

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები