LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის გოგონა წავიდა და გათხოვდა. ბექამ ეს ამბავი ძალიან განიცადა“ – რა მკაცრი მოთხოვნა წაუყენა დედამ ბექა ბროლაძეს

4042
ბექა ბროლაძე

მომღერალ ბექა ბროლაძის დედა, ირმა ჯიქური ჟურნალ„სარკეს“ შვილის ბავშვობაზე, პროფესიაზე და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„ძალიან მინდა, ბექას გვერდით ღირსეული მეორე ნახევარი იყოს. ეს საკითხი ძალიან მკაცრად დავაყენე დღის წესრიგში. წლების წინ რომ ვეუბნებოდი, ამაზე დაფიქრებულიყო, სულ რაღაცას იმიზეზებდა. მართალიც იყო, არ შეიძლება, ერთ ბინაში ორი სხვადასხვა თაობის ადამიანები ცხოვრობდნენ…

ერთხელ ზღვაზე გაიცნო ქართველი გოგონა, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა. თავდავიწყებით იყო მასზე შეყვარებული. სამწუხაროდ ის გოგონა წავიდა და გათხოვდა. ბექამ ეს ამბავი ძალიან განიცადა. მერე ჰქონდა რაღაც ურთიერთობები, მაგრამ…“

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები