ბლოგერი მარიამ ლამაზი უკვე ერთი წელია, რაც აფროამერიკელ მეუღლეს დაშორდა და ახლა მის პირადში ლამაზი პერიოდია. ქართველ მამაკაცზეა შეყვარებული. საკუთარ თავზე ზრუნვამ, შინაგანმა გარდაქმნამ და მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. მარიამი „სარკესთან“ გულწრფელად საუბრობს სიყვარულზე, განშორებაზე, წონაში დაკლებაზე და იმ გზაზე, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა აღმოჩენამდე მიიყვანა.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვუდან.
„ჭარბი წონის მიზეზი არა მხოლოდ ბევრი საკვების მიღებაა, ფსიქოლოგიურად ამის ერთ-ერთი მიზეზი არ გამოხატული ემოციებია. ანუ როცა რაღაცას ითმენ, როცა რაღაც არ უთხარი და „გაატარე“ და ასე შემდეგ. ორგანიზმში წყენა, ტკივილი და დარდი ლაგდება. არასწორად შერჩეული პარტნიორიც არის ჭარბი წონის ერთ-ერთი მიზეზი. როცა ცხოვრობ ადამიანთან, რომელიც შენთვის მიუღებელია, სხეული ფორმას იცვლის, არამიმზიდველი ხდება. ჩემი აზრით, ფსიქოსომატიკა ასე გამოიხატება ჩვენს სხეულში“.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.
