ქართველი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი, ბოლო ოთხი წელია დუბაიში ცხოვრობს. როგორ ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ჰყავს ფრანგი მეუღლე, თუმცა არ უნდა მასზე ჟურნალისტებთან ყველაფერი გაამხილოს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„საფრანგეთში ხშირად მიწევს ჩამოსვლა, რადგან ჩემი მეუღლე ფრანგია. ახლა საფრანგეთში დასასვენებლად ჩამოვედი. ამერიკასა და ირანს შორის ომი რომ დაიწყო, მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვედი. ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მეუღლე…
ჩემ მეუღლეზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ თბილისში გავიცანით. საქართველოში სამსახურის გამო იყო ჩამოსული. თბილისი არის ჩვენი სიყვარულის ადგილი.“
რა პროფესიისა. ის მაინც გვითხარით.
„პროფესია რომ გითხრათ, მიხვდებით. ჯერჯერობით არ ვამბობ, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. პროფესიული თვალსაზრისით გვაქვს უდიდესი კვეთა. ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს, საერთო ინტერესი და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს.“, – ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.
