მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ზაფხულის ცხელ დღეებს ოჯახთან ერთად უჯარმაში ატარებს.
როგორ უვლის პატარა მეურნეობას მსახიობი, რა პრობლემები არის გადასაჭრელი, რომ სოფელში ცხოვრებაკომფორტული და მისაღები იყოს ადამიანებისთვის, ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ვფიქრობ, კარგია, რომ ოჯახის შექმნა სწორედ ასეთ ასაკში გადავწყვიტე. უკვე მომწიფებული ვიყავი გონებრივად. გააზრებული მქონდა პასუხისმგებლობა და ვიცოდი, როგორ უნდა ვატარო ტვირთი, რომელსაც ოჯახი ითხოვს. ასაკობრივი სხვაობა, რაც ჩემსა და მარიტას შორის არის, მგონია, რომ ძალიან კარგია. ის სხვა თაობაა, მე – სხვა, ორივემ გავცვალეთ ჩვენი თაობების ავ-კარგი. მთავარი თანაცხოვრებაში ჰარმონიაა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენი შვილისთვისაც კარგია, რომ მამა უფროსია, დედა – ახალგაზრდა“.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.
