მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლში „ვეფხისტყაოსანი” თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობ ქეთი სვანიძეზე პოსტს აქვეყნებს:
„ქეთი სვანიძე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, 10 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ!
ის არის აფხაზეთიდან, გაგრადან!
ეს ის წლებია, ჩემი და ქეთის მამები აფხაზეთის ომის მსხვერპლნი რომ გახდნენ და ობლობაც გვაკავშირებდა!
ბავშვობიდან უნიჭიერესი და საამაყო იყო!
უკრავდა საკრავებზე, კლასიკური ვოკალს სწავლობდა! ჩვენ
ვიყავით სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ნორჩი მსახიობები!
ცეკვავდა ერისიონში და ბევრი სხვა მრავალი ნიჭიერებით გამოირჩეოდა.. ერთად ვთამაშობდით სპექტაკლებში!
ეს ყველფერი დედამისის, ქ.ესმა მიქელაძის დამსახურებაა, ახალგაზრდა ქვრივი ქალის, რომელმაც 90-იან წლებში ყველა ენერგია ქეთის ვარსკვლავად გაზრდას შეალია!
ქეთი – საოცრად ითამაშე თინათინი!
ქეთი – წინ ბევრი წარმატება გელოდება!
საუკეთესო ოჯახი ჰყავს დღეს! მეუღლე და შვილი“, – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.
