LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი სვანიძე: „ჩემი მეუღლე დაესწრო სპექტაკლს და პირველმა მან მომილოცა. ის ჩემი მეგობარია, თანამოაზრეა…“

767
page

მსახიობი ქეთი სვანიძე, რომელიც რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანში“ თინათინის როლს ასრულებს, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა მისი მეუღლე მის ახალ როლს:

„ჩემი მეუღლე დაესწრო სპექტაკლს და პირველმა მან მომილოცა. ის ჩემი მეგობარია, თანამოაზრე, სრულიად ადეკვატური ადამიანი და მიიღო ისე, როგორც უნდა მიეღო. ჩემი მეუღლის ნათესავებმაც, ვისაც შეიძლება, ერთ სპექტაკლშიც არ ვუნახივარ, დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან ეამაყებათ ჩემი სახელი. უამრავი თბილი სიტყვა მითხრეს…“

„თეატრის პოეზიაში გადავიყვანე გენიალური პოეტის ნაწარმოები“… „იმედი მაქვს, იმდენად თამამია, რომ ახლახან სითამამისთვის „დახვრეტილ“ ახალგაზრდა რეჟისორებს „მკვდრეთით აღადგენს“ – „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა, კრიტიკული შეფასებები და რობერტ სტურუას პასუხი

magti 5g