ოტია იოსელიანის რძალი (მწერლის მოსახელე შვილიშვილის მეუღლე), ნუცა ცისკარიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც შვილის გაჩენასთან დაკავშირებით წყვილს აქვს. შეგახსენებთ, რომ ოტია იოსელიანი უმცროსს და მის მეუღლეს ერთი ვაჟი ჰყავთ.
ოჯახში ახალი წევრი ხომ არ შემოგემატათ? დაჩის და ან ძმა ხომ არ გაუჩნდა?
ნუცა ცისკარიშვილი:
თქვენს პირს შაქარი, ნეტავ, მალე მყავდეს! დაჩი 2023 წელს დაიბადა. მე და ჩემს მეუღლეს, ოტიას, მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი. ჩვენს ოჯახში ასე მარტივად არ ჩნდება ბავშვი. პირველი შვილიც გვიან შეგვეძინა. 4 წელი არ გვყავდა შვილი. დაჩის დაბადების შემდეგაც მოლოდინის რეჟიმში ვარ. მზად ვარ, 5-6 შვილი გავაჩინო, მაგრამ უფალი რასაც ინებებს, ისე იქნება.
