LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნაწყვეტის ნახვით არ შეიძლება ასე გაწირო მსახიობები…17 წელია თეატრში ვარ და ასეთი მძიმე რეპეტიციები არ მქონია“ – ქეთი სვანიძე

457
2026-05-06_00-09-53_789364

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ქეთი სვანიძე, რომელმაც რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანში“ თინათინის როლი შეასრულა, გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზედაც მსახიობმა ისაუბრა სწორედ სპექტაკლს ეხება.

„როდესაც ამ როლზე გამანაწილეს ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა. ამას ღელვაც მოჰყვა, რადგან ასეთ როლში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამომიცხადეს.

ვერ მივიღებ ისეთი ადამიანებისგან კრიტიკას, რომლებსაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი. ზოგადად მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც კრიტიკას იღებენ. არ შეიძლება მსახიობის ყველაფერი მოგწონდეს.

17 წელია თეატრში ვარ და ასეთი მძიმე, რთული რეპეტიციები არ მქონია. შევეხეთ „ვეფხისტყაოსანს“ და თინათინის ხაზი „ურთულესია“. ვართ ადამიანები, რომლებზეც ძალიან მოქმედებს კრიტიკა. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ასეთი როლი გხვდება წილად.

მივესალმები იმ ადამიანებს, ვისაც ჯანსაღი კრიტიკა ექნება… ნაწყვეტით არ შეიძლება აზრი გამოიტანო და ასე გაწირო მსახიობები“, – საუბრობს ქეთი სვანიძე.

ვიდეო: „ვერ მივიღებ იმ ადამიანების კრიტიკას, რომლებსაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი“ – რას ჰყვება თინათინის როლის შემსრულებელი ქეთი სვანიძე „იმედის“ ეთერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g