თემურ ებიტაშვილის პოდკასტის, „მძიმე წერტილი“ მორიგი სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი, ქეთი სვანიძე, რომელმაც რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანში“ თინათინის როლი შეასრულა.
ქეთი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი და ლევან ხურციას სცენა პორნოგრაფიულად შეცდომით და არასწორად შერაცხეს:
„რომ დაარქვეს პორნოგრაფიული სცენა, ნამდვილად არ არის პორნოგრაფია. მეცინება ამაზე. კარგად იყო მოჭრილი და დაჭრილი ისე, რომ მიგვეღო სხვა სახე. ჩემთვის ძალიან ემოციური სცენაა და ყველაზე რთული სათამაშო. ამ სცენით მთავრდება, კულმინაციურია, პირიქით, ძალიან რთულია. სიყვარულის ახსნის მერე არის ამათი შეხება, უფრო წმინდა, ვიდრე გამოჩნდა კარგად დაჭრილ ვიდეოში…“
