მსახიობი ქეთი სვანიძე გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც რობერტ სტურუას შესახებ საუბრობს.
როგორც მან აღნიშნა, რეჟისორმა მისი დაოჯახება იწინასწარმეტყველა.
„დიახ იწინასწარმეტყველა. ისეთი რაღაცეების თქმა იცის, რომ მეშინია. რასაც დგამს ხოლმე, შემდეგ ახდენილა. საახალწლო სპექტაკლი იყო, სადაც ბოლოს უყვარდებოდა კაცს და შემდეგ ხელს სთხოვდა. გრანდიოზული ნიშნობის სცენა გააკეთა. ზუსტად იმ საღამოს მთხოვა ხელი ჩემმა მეუღლემ“, – ჰყვება ქეთი სვანიძე.
