LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ გიორგი თბილისში იყო, მე არაფერზე ვწუხდებოდი… უამრავ სიურპრიზს მიწყობდა“ – რატომ აღარ იხდის ნინო ჩხეიძე დაბადების დღეს

1938
ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე ჟურნალ „სარკის“ სტუმარია. ნინომ უამრავ კითხვას გულახდილად უპასუხა. მათ შორის ისაუბრა როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„სანამ გიორგი (გიორგი კოროხაშვილი, ნინო ჩხეიძის ქმარი, რომელთან ერთადაც აღარ ცხოვრობს) თბილისში იყო, მე არაფერზე ვწუხდებოდი. მოვიდოდა და მეტყოდა, ნინო მოემზადეთ, მივდივართო და სხვადასხვა ადგილზე მივდიოდით, ან რესტორანში, ან ქალაქგარეთ, ან უცხოეთში. სტუმრებსაც ის პატიჟებდა და უამრავ სიურპრიზს მიწყობდა.

მას მერე ჩემი დაბადების დღე არ გადამიხდია, ვნერვიულობ, ვინ უნდა დავპატიჟო, ვინმე რომ გამომრჩეს, ეწყინება, ამიტომ მირჩევნია, არ გადავიხადო. მაგალითად წელს მე, დედა და ერთი მეგობარი ვიყავით ერთად. ეს იყო და ეს.“ – ამბობს ნინო ჩხეიძე.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები