მომღერალი ნინო ჩხეიძე „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას სახალისო ამბებს იხსენებს.
„სალონში მივედი, ყველა პროცედურა გავიკეთე… რომ გამოვედი, შემხვდა ქალი, რომელსაც ჩემი ნახვა ძალიან გაუხარდა, მითხრა, თქვენი ყველა სიმღერა ვიცი, ძალიან მიყვარხარო. ძალიან მინდა ფოტოს გადაღება, მაგრამ ახლა ისეთ ფორმაში ხარ, ვერ შემოგკადრებო. კიდევ კარგი, სალონში შესვლამდე არ მნახა,“ – იხსენებს ნინო ჩხეიძე.
