მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი „სარკეს“ სუფრის კულტურაზე, ნამდვილ დიასახლისობაზე, სტუმრის პატივისცემასა და იმ საიდუმლოებებზე ესაუბრა, რომლებიც არისტოკრატი ქალბატონებისგან და ცხოვრების გამოცდილებისგან ისწავლა.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:
„სტუმრის გამასპინძლება, მხოლოდ სადილების მირთმევა და თეფშების გამოცვლა არ არის. თითოეულ მათგანს უნდა მოეფერო და მოესიყვარულო, სახლში საჭმელი ყველას აქვს, სტუმრად საჭმელად არავინ დადის. აქ ურთიერთობაა მთავარი, ვინც არ მიყვარს, სახლში არავის ვეპატიჟები, ამიტომ ვინც მოდის, ყველას სიყვარულით ვხვდები…
80-კაციანი სუფრა მარტოს გამიწყვია, მერე ამილაგებია და იატაკზე „მასტიკაც“ მომისვია. მაშინ ჭურჭლის ამდენი სარეცხი საშუალება არ იყო, ამიტომ მდოგვის ფხვნილში ვრეცხავდი. ეს მოსკოვში, ერთი რესტორნის მომსახურე პერსონალმა მასწავლა. ჭურჭელი იმდენად ბზინავდა, რომ ვკითხე, რითი რეცხავთ-მეთქი. მითხრეს, მოსკოვის ყველა პრესტიჟული რესტორანი ჭურჭელს მდოგვის ფხვნილში რეცხავს, ანტიბაქტერიული საშუალებაცაა და ხელებს არ აფუჭებსო.“
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.
