მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი, შვილთან, ანა ბახტაძესთან ერთად ჟურნალ „სარკის“ სტუმარი იყო.
დედა-შვილმა ჟურნალთან დედაშვილობაზე გულახდილად ისაუბრეს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:
ნატუკა:
„ჩვენ სულ ერთად ვართ, მაგრამ ანას თავისი სახლი აქვს და ხან ჩემთან არის, ხან თავის სახლში. არ გამიჭირდა, თუ არის იმის საშუალება, რომ შვილი ცალკე გადავიდეს. რატომაც არა? ადამიანმა რაღაც ასაკის მერე ცალკე უნდა იცხოვროს, რომ შედგეს, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. არის ერთი რამეც: შვილები ცალკე რომ გადიან, მშობლებს სხვანაირად აფასებენ, სხვანაირად აფასებენ თუნდაც შენს შემწვარ კარტოფილს. შეიძლება მოვიდეს და მითხრას, როგორ მომენატრა შენი შემწვარი კარტოფილიო.“
ანა:
„დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, ძალიან გაუხარდა. ყველაფერში ხელი შემიწყო და დამეხმარა. ვხმუმრობდით 28-29 წელი ერთად ვცხოვრობდით და ერთმანეთისგან დავისვენეთო. როცა ადამიანი რაღაც ასაკამდე მიდის, აუცილებელია, მარტო გადავიდეს საცხოვრებლად, რომ შედგეს, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. მშობლებს თუ მთელი ცხოვრება კისერზე ჩამოვეკიდებით, ვერასდროს გავიზდებით…
ეს ბინა მამაჩემისგან მაქვს.
დედა ისე აკეთებდა ყველაფერს, რომ არასდროს მქონია იმის განცდა, რომ მამამ მიმატოვა. მიხსნიდა, სამუშაოდ არის წასული გერმანიაში და იქიდან წერილებსა და საჩუქრებს გიგზავნისო, მართლაც მამა წერილებსაც მიგზავნიდა და საჩუქრებსაც. მამა მენატრებოდა, მაგრამ სტრესი არ მიმიღია. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი. ეს იყო ორი ადამიანის პირადი ცხოვრება. დედაჩემის დამსახურებაა, რომ მამა არ შემაძულა. მე და მამას გადასარევი ურთიერთობა გვაქვს“.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალში „სარკე“.
