LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ყაველაშვილი: „არ ვგეგმავდი ორსულობას, კარიერის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ომიც დაიწყო და ფეხმძიმედაც დავრჩი“

1130
თიკო ყაველაშვილი

ინფლუენსერი თიკო ყაველაშვილი ახლახან გათხოვდა. მისი რჩეული ინდოელია, რომელსაც ქართველი დედა ჰყავს. ქეთი ჟურნალ „სარკის“ სტუმარი იყო.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„სიმართლე გითხრათ, არ ვგეგმავდი ორსულობას. რადგან ჩემ სფეროში მინდოდა დაბრუნება და კარიერის გაგრძელება. ვიფიქრე, ფორმაში ჩავდგები, ვივარჯიშებ- მეთქი, მაგრამ ომიც დაიწყო და ფეხმძიმედაც დავრჩი (გულისხმობს ირანში მიმდინარე მოვლენებს).

ორსულობამ ჩემში ყველაფერი შეცვალა. სამყარო სხვა თვალით დავინახე. ორმაგი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდე ჩემს პატარას… ჩემთვის სულ ერთია გოგონა დაიბადება თუ ბიჭი, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. როცა ბავშვის სქესს გავიგებთ, ყველაფერზე დავფიქრდებით. ინდური სახელებიც მოგვწონს და ქართულიც. არის სახელები, რომელიც ორივე ქვეყანაშ გავრცელებულია“.

სრული ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალში „სარკე“.

თიკო ყაველაშვილის ინდოელი მეუღლე, ორი ქორწილი და ქართველი დედამთილი: „გარკვევით გამოვხატე ჩემი აზრი იმ უზრდელი ადამიანებისადმი, ვინც არ იცის, როგორ გამოხატოს კრიტიკა ისე, რომ სხვა ადამიანს შეურაცხყოფა არ მიაყენოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g