ინფლუენსერ თიკო ყაველაშვილის ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია. თიკო პირველი შვილის მოლოდინში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
თიკო ჟურნალში „თბილისელები“ მისი ცხოვრების ამბებს გვიყვება.
„ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მუცელი მომეშალა. მომხდარმა თვალის არსებობაში დამარწმუნა. ომის დროს რომ დავაანონსე, მოვდივარ-მეთქი, მას შემდეგ უამრავი რამ მოხდა და ათი დღე უმძიმეს სიტუაციაში ვიმყოფებოდი. მერე როგორც იქნა, ჩამოვაღწიე და ცოტა ხანს არ false ამ ამბავს, სიხარულს ჩვენთვის ვინახავდი. სამ თვეზე ვთქვი, რომ ორსულად ვიყავი და მდგომარეობა გამირთულდა. საბოლოოდ კი სქესის გასაგებად მისულმა, გავიგე, რომ ბავშვი დავკარგე. ამ გამოცდილების შემდეგ პირველ რიგში, ჩემ თავს მოვუწოდებ, რომ მნიშვნელოვანი ამბები აღარ გავაჟღერო…“ – ამბობს თიკო.
თიკო გულახდილად საუბრობს დედამთილთან ურთიერთობაზე.
„ჩვენმა ოჯახმა რომ დაინახა ჩემი და ომარის სიყვარული, გაგება, პატივისცემა, იქ უკვე ზედმეტი იყო რაიმე გაუგებრობაზე საუბარი, იდეალურად გაუგეს ერთმანეთს. ომარის ქართული მხარეც და ინდურიც იდეალურადაა ჩემს ოჯახთან. ჩემი დედამთილი კი ჩემი ახლად შეძენილი დაქალია, იდეალური გაგება, ნდობა და ერთმანეთის პატივისცემა გვაქვს“.
ვრცლად იხილეთ ჟურნალში „თბილისელები“.
