LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან დიდ ხელფასს მხოლოდ ისინი უნდა იღებდნენ, ვინც საუკეთესოა

32

მიუნხენის “ბაიერნის” ჩილელმა ახალწვეულმა არტურო ვიდალმა მშობლიურ მედიასთან საუბარშო განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეები ზედმეტად ძვირად ფასობენ.

“რიცხვები ძალიან მაღალია. ჩემი აზრით, ფეხბურთელები უფრო დაბალ ფასად უნდა იყიდებოდნენ, ხოლო ძალიან დიდ ხელფასს მხოლოდ ისინი უნდა იღებდნენ, რომლებიც საუკეთესოები არიან”, – ვიდალის სიტყვებ რადიო ADN-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ვიდალი ცოტა ხნის წინ ტურინის ”იუვენტუსიდან” მიუნხენის ”ბაიერნში” 40 მილიონ ევროდ გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები