LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ხელფასი ყველაზე დიდია: მანჩესტერი ყველაზე მეტს იხდის, მაგრამ რად გინდა

1082
16320648995671

„მანჩესტერის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ამაზე Daily Mail წერს, რომელიც L’Equipe-ს ეყრდნობა.

37 წლის პორტუგალიელი წლიურად 26.4 მლნ ფუნტ სტერლინგს (31.42 მლნ ევრო) შოულობს.

მეორე ადგილზეა „სიტის“ კევინ დე ბრუინი. ბელგიელი გამთამაშებელი 20.4 მლნ ფუნტს (24.3 მლნ ევრო) იღებს.

სამეულს ასრულებს „მანჩესტერის“ მეკარე დავიდ დე ხეა, რომელსაც წელიწადში 19.2 მლნ ფუნტს (22.84 მლნ ევრო) უხდიან.

რეიტინგში მე-4 ადგილზეა კიდევ ერთი „მანჩესტერელი“ ჯეიდონ სანჩო თავისი 18 მლნ ფუნტით (21.4 მლნ ევრო). ხუთელში მოხვდა ისევ „მანჩესტერის“ ფეხბურთელი – რაფაელ ვარანის ანგარიშზე 15.6 მლნ ფუნტი (18.6 მლნ ევრო) ჯდება.

როგორც ხედავთ, ყველაზე ფულიანების ხუთეულში 4 „მანჩესტერის“ ფეხბურთელია. წესით, მხოლოდ თავის სარჩენი ხელფასი არც პოგბას, ბრუნოს, მაგუაირს და სხვებს ექნებათ, მაგრამ თავად „მანჩესტერი“ სატურნირო ცხრილში ხუთეულშიც კი ვერ შესულა.

რონალდომ ამ სეზონში 27 მატჩი ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.