LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მიხარია, რომ ჩემს მსმენელს ახალი, ლამაზი სიმღერა ექნება… სიმღერა, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა“ – ლაშა ღლონტი პრემიერით „არ დაიდარდოში“

245
ლაშა-ღლონტი

10 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს მომღერალი ლაშა ღლონტი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ვიცი, უნდა გნახო ხვალ“ პრემიერა შედგა.

ლაშა, მოგვიყევი სიმღერაზე „ვიცი, უნდა გნახო ხვალ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

მე პირობა დავდე, რომ ჩემი ყველა სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოში“ შედგება. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. ახლახან, იუბილე გქონდათ და საიუბილეოდ ლამაზი სიმღერა მოგიტანეთ. ვიცი, რომ ძალიან დიდი რეიტინგი ექნება, რადგან კლიპის პრეზენტაცია უკვე შედგა და ერთ დღეში საკმაოდ დიდი რაოდენობის ნახვები დააგროვა.

ვის ეკუთვნის აღნიშნული სიმღერა?

სიმღერა ჩვენთვის უსაყვარლეს კომპოზიტორს, თეა ჯინორიას ეკუთვნის. ტექსტი არის ჯუბა ღებელის. ძალიან მიხარია, რომ ჩემს მსმენელს ახალი, ლამაზი სიმღერა ექნება. სიმღერა, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა.

ლაშა ღლონტი – ვიცი უნდა გნახო ხვალ

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები