LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან სერიოზულ საავტორო ალბომს ვამზადებ… დაგეგმილი მაქვს გრანდიოზული პროექტი, რომელიც კონცერტებით დაგვირგვინდება“ – დათო არჩვაძე

71
img-0868-2020-08-04_06-38-10_732933-1024x683

30 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი მომღერალი დათო არჩვაძე გახლდათ, რომელმაც თავის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 დათო, როგორ ხარ, როგორ დაიწყო შენი დილა?

დილის 7 საათზე ტყეში გავიჭერი ველოსიპედით და სასწაულად დაიწყო ჩემი დღე. ფაქტობრივად ტყეში ვცხოვრობ და თუ რამე არსებობს ნატურალური ბუნების ჯილდო, ყველაფერი ირგვლივ მაქვს.

შესაბამისად, მუზასაც არ უჩივი?

მუზას როგორ უნდა უჩიოდე, როცა ასეთ სილამაზეში ხარ. შემოქმედებითი იდეები და მუზები ყოველთვის მოდის, ძალიან ბევრი სიმღერა დამაწერინა ამ ბუნების სილამაზემ. სხვათა შორის, პანდემიის პერიოდში, შემოდგომის და ზამთრის გასაყარზე პირველი თოვლი რომ დაიდო მთებზე, ისეთი მუზები მოვიდა, რომ ლექსებიც კი დამაწერინა, სიმღერებზე აღარც ვსაუბრობ. მოდის და მოდის ზღვა მასალა, რომელსაც ვცდილობ, რომ ნელ-ნელა ხორცი შევასხა.

ვიცი, რომ რამდენიმე ახალი სიმღერა დაგიგროვდა,

კი და ვერ მოვაღწიე „არ დაიდარდომდე“, რომ მოგიტანოთ სიმღერები და მოგაყაროთ ექსკლუზივები. ჩემთვის თემატურად, იდეურად, ყველანაირად განსაკუთრებული სიმღერებია, სტილისტურად აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევი. რამდენად ნიჭიერი თაობა მოდის?

მთელ საქართველოს გავახარებ და ვიტყვი, რომ ასეთი თაობა საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. გავედი რეგიონებში, გავხსენი ჩემი სტუდიები და საოცრად ნიჭიერი თაობა მოვიდა. ნულიდან დავიწყე, მაგრამ სერიოზულ მუშაობას ვაგრძელებ, უამრავი რამ იწერება და იქმნება, არ ვჩერდებით. კიდევ ერთ სიახლეს გავაჟღერებ და გეტყვით, რომ ძალიან სერიოზულ საავტორო ალბომს ვამზადებ. მოგეხსენებათ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ალბომი მაქვს გამოშვებული, რის შემდეგ ძალიან დიდი პაუზა მქონდა. დაგეგმილი მაქვს გრანდიოზული პროექტი, რომელიც კონცერტებით დაგვირგვინდება. ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები