LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან წარმატებული წელი იყო, ბევრი ლამაზი სიმღერა გამოვიდა… ვაპირებთ კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და წარმოიდგინეთ, როგორი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოშიც ჩავატაროთ…“ – ბოჯგუების ოჯახი

177
ბოჯგუების-ოჯახი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2026“ ბოჯგუების ოჯახი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ახალი წელი“ პრემიერა შედგა.

განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?

თემური: სიმართლე რომ გითხრათ, ახალ წელს ყოველთვის ვცდილობთ, რომ სახლში ვიყოთ, ერთად შევხვდეთ. ჩვენ ტრადიციული ოჯახი ვართ, ამიტომ ტრადიციას არ ვღალატობთ. ვასომ უკვე შეარჩია ჩიჩილაკი და რომ წავალთ, გვინდა, რომ თან წავიღოთ. იანვრის შუა რიცხვებში ისევ ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას.

როგორი იყო თქვენთვის 2025 წელი?

ვასო: ბევრი მოგება და წაგება იყო.

თემური: ვასოს ის აქვს მხედველობაში, რომ წელს ონკოლოგია გადავიტანე, მეორედ, მაგრამ გავიმარჯვე. ეს შემდეგი განსაცდელი იყო ჩვენი ოჯახისთვის და დავრჩით გამარჯვებულები, ყველაფერი კარგად არის.

ძალიან წარმატებული წელი იყო, ბევრი ვიშრომეთ, ბევრი ლამაზი სიმღერა გამოვიდა.

31 დეკემბერს სურვილების ჩაფიქრების თუ გჯერათ?

ვასო: რა თქმა უნდა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ახალი წელი“.

თემური: ამ სიმღერის გაკეთებას აქამდეც ვგეგმავდით, უკვე მეორე წელია, თითქმის გამზადებულია. ცოტა ადრე გვინდოდა გამოგვეშვა, მაგრამ ჩემმა ავადმყოფობამ შეგვაფერხა.

მუსიკა თეიმურაზ ბოჯგუასია, ტექსტი გია ადამიასი და თეიმურაზ ბოჯგუასი. ტექსტში კორექტირება შეიტანეს ქეთინო ბოჯგუამ და ეკა თარგამაძემ. არანჟირება ჩვენს ნიკოს ეკუთვნის.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვასო: გვექნება კიდევ ერთი ახალი სიმღერის პრეზენტაცია.

თემური: იანვარში ორ სიმღერას ჩამოვიტანთ, ერთი იქნება ვასოს სოლო ნამუშევარი, „ალიონზე“ და მეორე – „გაუმარჯოს ამ ლამაზ საღამოს“, რომელსაც ყველა ერთად ვმღერით.

ვაპირებთ კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და წარმოიდგინეთ, როგორი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოშიც ჩავატაროთ.

ბოჯგუების ოჯახი – ახალი წელი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ბოჯგუების ოჯახი. “არის 2026” წინასაახალწლო გადაცემა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები