ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჩაკ ნორისი, „ტოიოტას“ ახალი სარეკლამო რგოლის გმირი გახდა.
Toyota Tacoma-ს სარეკლამო რგოლი 80-იანი წლების ბოევიკის სტილშია გადაწყვეტილი, სადაც ჩაკ ნორისის ავტოგრაფიანი Tacoma ნამდვილ სუპერგმირად გადაიქცევა.
ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის შექმნილ პიკაპს, 2,7 ლიტრიანი 161 ცხენის ძალის მქონე ძრავი და ექვს სიჩქარიანი მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს.
ახალი ავტომობილის ფასი 25400 დოლარია.