Youtube-არხის, Wheels-ის ავტორებმა დრაგ-გარბენის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც 1972 წლის Dodge Challenger მის ექსტრემალურ მემკვიდრეს SRT Demon-ს ეჯიბრება. ავტომობილებმა 402 მეტრი 1,6 წამიანი სხვაობით დაფარეს.
შეგახსენებთ, Dodge Challenger SRT Demon აღჭურვილია 6,2 ლიტრიანი V8 ძრავით. აგრეგატი 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ნულიდან ას კილომეტრს კი 2,3 წამში კრებს.