LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ტრავმები და ერთი დებიუტანტი: საქართველოს გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

15

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის პირველ ნახევარში მიჯრით მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. დიდი ალბათობით ეს თამაშები განაპირობებს კიდეც ჩვენი გუნდის პერსპექტივას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე. იმის გათვალისწინებით, რომ სასტარტო მატჩი შინ წავაგეთ, ორ გასვლით შეხვედრაში ქულების დაკარგვა ფაქტობრივად ნაადრევად გამოთიშავს საქართველოს ფლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. არადა, საქართველოს ნაკრები ამ ორ მატჩში ვერაფრით ჩაითვლება ფავორიტად: ირლანდია ყველგან და ყოველთვის გვიგებს, ხოლო უელსი (ვისთანაც ისტორიულად კარგად ვთამაშობთ) კონტინენტის ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდა.
საქართველოს ნაკრებს როგორც ყოველთვის ახლაც დააკლდება რამდენიმე ფეხბურთელი. გუნდს ნიკა კვეკვესკირი ვერ დაეხმარება. ქართველი ფეხბურთელი ორი კვირის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მედიკოსთა განცხადებით ფეხბურთელი 6 და 9 ოქტომბრის მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმისა და არასასურველი სპორტული ფორმის გამო ეროვნულს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ლევან ყენია, ოთარ მარცვალაძე და ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარებიან.

სამაგიეროდ, ერთი დებიუტანტიც არის: ბელარუსში წარმატებით მოთამაშე ვაკო გვილია.

ირლანდიასთან და უელსთან თამაშებისთვის მოსამზადებელ ეტაპს ჩვენი გუნდი 3 ოქტომბერს დუბლინში დაიწყებს. ამ დროისთვის ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია.
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელარუსი)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები