ეგვიპტეში უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურისტთა რაოდენობა პირველად გაიზარდა. ამის შესახება გამოცემა „France-Presse”-ს ტურიზმის მინისტრმა განუცხადა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვეში ქვეყანას იმაზე მეტი ტურისტი ეწვია ვიდრე გასულ 5 წელიწადში. ყველაზე მეტი ადამიანი კი ჩინეთიდან, იაპონიიდან და უკრაინიდან იყო ჩასული. ეგვიპტის მიმართულებით ჩარტერული რეისები გასული წლის აპრილში აღდგა და ამჟამად თვითმფრინავები 80%-იანი დატვირთვით დაფრინავენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ეგვიპტეს ძალიან დიდი ზარალი მოუტანა. თუკი 2010 წელს უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 15 მილიონი იყო, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 5 მილიონამდე დაეცა.