LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარების გაყიდვის მაჩვენებლით ლიდერი ქვეყნები გამოვლინდა

63
ელექტროქარი

ანალიტიკურმა პორტალმა Elements ელექტროქარების მსოფლიო ბაზრის ბოლო 10 წლის სტატისტიკა შეისწავლა. 2011 წელს გაყიდული „ელემენტიანი“ მოდელების მაჩვენებელი 55 ათასი იყო, 2021 წელს კი ამ ციფრმა ლამის 7 მილიონს გადააჭარბა. ელექტროქარების პოპულარობა ბევრ ქვეყანაში გაიზარდა, თუმცა გამორჩეული მაჩვენებელი აქვს ჩინეთს, სადაც 2014 წლის შემდეგ მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, გასულ წელს ჩინეთში 3,5 მილიონი ასეთი მანქანის რეალიზება მოხერხდა.

2016 წელს ჩინეთში მსოფლიოს ელექტროქარების ნახევარს ყიდდნენ და მას შემდეგ ქვეყანას ტემპი აღარ დაუგდია. ეს რა თქმა უნდა, თუკი 2020 წლის კორონავირუსს არ ჩავთვლით.

ანალიტიკოსები ადგილობრივი „მწვანე“ ბაზრის აყვავებას საკმაოდ გულუხვ სახელმწიფო სუბსიდიებს და მოდელთა დიდ მრავალფეროვნებას უკავშირებენ.

ელექტროქარების გაყიდვების მაჩვენებლით მეორე ადგილს აშშ იკავებს, მესამე კი გერმანიაა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროპაში ეკოლოგიური ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი 65%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები