მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ინტერესდება ელექტროქარებით, თუმცა უმრავლესობას დღემდე არ ესმის, თუ რას წარმოადგენს ასეთი ავტომობილი. როგორც Toyota-ს გამოკითხვამ აჩვენა, 66% ფიქრობს რომ ელექტრომობილები შიდა წვის ბენზინის ძრავითაა დაკომპლექტებული. ასე რომ სწორი პასუხი გამოკითხულთა 34%-მა თუ გასცა.
აქამდე მსგავსი გამოკითხვა 2019 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ავტომობილების ბაზარი გაიზარდა, უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა შედეგები ერთი პროცენტითაც არ გაუმჯობესებულა. ორი წლის წინაც და ახლაც შიდა წვის ძრავს ხმა 66%-მა მისცა.
სპეციალისტთა მეორე კითხვა იყო: „უცილებელია თუ არა ჰიბრიდული ავტომობილის ელექტროენერგიით დამუხტვა?“ 75%-მა დადებითად უპასუხა, თუმცა სინამდვილეში ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ბენზინ-ელექტრონული მოდელით გადაადგილება განმუხტულ მდგომარეობაშიც შეიძლება.
Toyota-ში განაცხადეს, რომ ასეთი სტატისტიკა ნამდვილი იმედგაცრუებაა, რამეთუ პირველმა ჰიბრიდულმა prius-მა მზის სინათლე 20 წლის წინ ნახა. სწორედ ამიტომ, იაპონური მწარმოებელი გეგმავს, რომ სასწავლო ცენტრი შექმნას და საგანმანათლებლო კამპანიებიც დაიწყოს.