LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილი რატაჟკოვსკი გათხოვდა

49

რამდენიმე დღის წინ, მოდელმა ემილი რატაჟკოვსკიმ „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტოები, სადაც ის თავის შეყვარებულთან, მსახიობ სებასტიან ბერ-მაკლარდთან ერთად არის გადაღებული. ფოტოებს კი მან დააწერა, რომ გათხოვდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცერემონია, რომელსაც უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ, ნიუ-იორკში გაიმართა. ღონისძიებისთვის კი მოდელმა არა ტრადიციული თეთრი კაბა, არამედ „ზარას“ ყვითელი ფერის პიჯაკი და შარვალი და შავი ფერის ქუდი შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ მოდელი სულ რაღაც იანვარში დაშორდა მუსიკოს ჯეფ მეჯიდს, რომელსაც 4 წელი ხვდებოდა. თუმცა ფოტოებიდან ჩანს, რომ ცნობილი ლამაზმანი ახალ ურთიერთობაშიც საკმაოდ ბედნიერია.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები