LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგიის ყველაზე ნაკლებ მხარჯავი ბრაუზერები (ვიდეო)

61

კომპანია Opera Software-მა გადაწყვიტა Microsoft-ის ტესტს უპასუხოს ბრაუზერების ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით.

Microsoft-მა ტესტის შედეგებში ყველაზე მსუბუქ ბრაუზერად საკუთარი Edge დაასახელა.

ბრაუზერების გამოცდა ჩატარდა ძლიერ ლეპტოპზე – Lenovo Yoga 500. ექსპერიმენტის განმარტებაში კომპანია წერს, რომ ნოუთბუქზე, ფონურ რეჟიმზე გათიშული იყო სხვა სერვისები და მხოლოდ ბრაუზერის ხარჯზე ხდებოდა ელემენტების გახარჯვა. ყოველ ბრაუზერში გახსნილი იყო 9 ფანჯარა, ერთი და იმავე კონტენტით.

კვლევის ბოლოს, აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის რეპორტი მისი საავტორო ბრაუზერის სისწრაფისა და სიმსუბუქის შესახებ ცოტა გადაჭარბებულია და არაავთენტურ ინფორმაციას ეყრდნობა.

სწორედ ,,ფანჯრების’’ აღნიშნულმა ბრაუზერმა დაიკავა მხოლოდ მე-2 ადგილი და ელემენტმა გაძლო 3 საათსა და 12 წუთს.

რაც შეეხება ბრაუზერ ოპერას, იგი გავიდა პირველ ადგილზე და ენორგომოხმარების რეჟიმში ნოუთბუქის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნდა 3 საათსა და 55 წუთს, ხოლო ქრომი აღმოჩნდა ყველაზე მძიმე, ტლანქ და ენერგიისმჭამელი ბრაუზერების ომში. სწორედ ამიტომ, მან სამეული დაასრულა და მესამე ადგილზე გავიდა. ქრომის ენერგომოხმარების მაჩვენებელი შეადგენდა – 2 საათსა და 54 წუთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები