”ენფილდის” რეკონსტრუქცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
”ლივერპული” ლეგენდარული სტადიონის გადაკეთებას განაგრძობს.
სამუშაოების ძირითადი ეტაპი – Main Stand ტრიბუნის მეორე იარუსის აგება – ზაფხულის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მერსისაიდელები შეძლებენ მოედანზე გასვლას და თამაშს.
სეზონის განმავლობაში გაგრძელდება მსაჯთა ოთახის, გასახდელების და პრესისთვის განკუთვნილი ოთახების რემონტი.
მანამდე ”ლივერპული” და მისი მეტოქეები დროებით გასახდელებს გამოიყენებენ.
სტადიონის საერთო ტევადობა 58 ათასამდე გაიზრდება.