LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდიდიმიტი

121
ეპიდიდიმიტი

ეპიდიდიმიტი სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებაა. მისი მიზეზი, ჩვეულებრივ, ინფექციაა. განასხვავებენ დაავადების არასპეციფიკურ და სპეციფიკურ ფორმებს. პირველ შემთხვევაში გამომწვევია რომელიმე მიკროორგანიზმი. მეორეში კი სათესლე ჯირკვლის დანამატის ტუბერკულოზურ, გონორეულ, ტრიქომონადულ, ქლამიდიურ, სიფილისურ ანთებასთან გვაქვს საქმე.

ასევე, დანამატის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს სათესლე პარკისა და ჯირკვლების ტრავმა. ლაპარაკია იმ მიკროტრავმებზე, რომლებიც ხშირია ველოსიპედით მოძრაობისას, სირბილისას, ხტომისას, სიმძიმის აწევისას, ავტომობილით გადაადგილებისას.

მწვავე ეპიდიდიმიტის პირველი ნიშანი სათესლე ჯირკვალში უეცარი ტკივილია. შესაძლოა თან სდევდეს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილისა და მენჯის მიდამოში. ამ დროს ჯირკვლის დანამატი გადიდებული და მტკივნეულია. ქრონიკული ეპიდიდიმიტი ყველაზე ხშირად მწვავე ეპიდიდიმიტის არასრულყოფილი მკურნალობის შედეგია. აუცილებელია იმ ინფექციის დადგენა, რომელმაც, სავარაუდოდ, გამოიწვია დაავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს ეპიდიდიმიტის ქრონიკული ფორმა.

ეპიდიდიმიტის მკურნალობა სპეციფიკურია – დამოკიდებულია დაავადების გამომწვევზე. მიღებულია ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების და ვიტამინების მიღება, მწვავე ფორმის დროს შეიძლება ყინულის გამოყენებაც. ავადმყოფისთვის აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი. რეკომენდებულია დიეტა: ცხარესა და შემწვარ-მოხრაკულის გამორიცხვა. დაჩირქების შემთხვევაში აუცილებელია ჩირქგროვის გახსნა და დრენირება. ასე რომ, დროულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვავე ეპიდიდიმიტის მკურნალობა, თუ ის დროულად იქნა დაწყებული, ძნელი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები