LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპოქის დასასრული: დიზელის ძრავიანი ავტომობილები ევროპაში გავლენას კარგავენ

89

ექსპერტები დიზელის ძრავიანი ტრანსპორტის ეპოქის დასასრულზე საუბრობენ. ცნობილი გახდა, რომ იანვარ-მარტის პერიოდში ევროპაში დიზელის ძრავიან ავტომობილებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა. ბოლო წლებში, გაყიდვების ასეთი კლება „მძიმე“ საწვავზე ყველაზე სერიოზულად მიიჩნევა.

ფრანგული მარკეტინგული სააგენტო იუწყება, რომ 1990 წლიდან 2007 წლამდე დიზელის ძრავიანი ავტომობილები ევროპაში ყველაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩეოდნენ, 2011 წელს რეგიონის ავტოპარკის 55,7% ასეთი ავტომობილებისგან შედგებოდა. აი 2011 წლის შემდეგ კი დიზელების საქმე უკან-უკან წავიდა.

სპეციალისტების აზრით, მოთხოვნის შემცირებაზე დიდი გავლენა ჰიბრიდებმა და ელექტრომობილებმა მოახდინეს. მაგალითად კი ექსპერტებს ნორვეგია მოჰყავთ. ამ ქვეყანაში შესამჩნევად იზრდება „მწვანე“ ტრანსპორტის რაოდენობა.

დიზელებს აქ ავტოპარკის მხოლოდ 23,7%-იანი წილი აქვთ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნორვეგიის მსგავსი ტენდენცია მთელს ევროპაში თანამბრად არ შეინიშნება. იტალიაში დღემდე კარგად იყიდება დიზელის ძრავიანი ავტომობილები. ხოლო ბულგარეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და ბალტიისპირა ქვეყნებში მოსახლეობა „მწვანე“ ტრანსპორტით ნაკლებად ინტერსედება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები