მსოფლიო საავტომობილო ბაზარს ქროსოვერები იპყრობენ, ამიტომაც ავტომწარმოებლები მუდმივად ცდილობენ SUV სეგმენტში რაიმე სიახლე წარმოადგინონ.
ქროსოვერები ბევრ რამეში კარგები არიან, თუმცა არიან მძღოლები, ვისაც პარკეტის ავტომობილები არ უყვართ. ამ ფაქტს კი საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზები აქვს.
როგორც წესი, „პარკეტის ავტომობილები“ ჩვეულებრივი ჰეთჩბეკები არიან, რომლებიც უგზოობისთვის „ცოტათი“ გადაამზადეს.
კლიენტებს სჯერათ, რომ თუკი მეტს გადაიხდიან, მათ ავტომობილს დიდი შესაძლებლობები ექნება, სინამდვილეში კი ჩვეულებრივ ავტომობილს ყიდულობენ ყოველგვარი შესაძლებლობების გარეშე.
ქროსოვერებს „დრაივერული სული“ აღარ აქვთ. ხშირად, ქროსოვერს არსებული სედანის ბაზაზე აწყობენ, ეს ინჟინერებს საქმეს უადვილებს. სინამდვილეში კი სედანი საქალაქო ავტომობილია, რომელიც კომფორტული სიარულისთვის და ასფალტისთვის არის განკუთვნილი. როდესაც სედანის პლატფორმა უფრო მაღალ დაკიდებას, ბორბლებს, მძიმე ძარასა და სხვა ელემენტებს იღებს, ხშირად ქროსოვერი „დაუმორჩილებელი“ და „მოსაწყენი“ ხდება.
ქროსოვერები უგზოობისას უსარგებლონი არიან. ხშირად ადამიანები ქროსოვერს იმიტომ ყიდულობენ, რომ მათი აზრით შეიძინეს არა უბრალოდ ავტომობილი, არამედ პატარა ზომის ყველგანმავალი. არადა ძალიან ხშირად ქროსოვერებს სრული ამძრავიც კი აღარ აქვთ.