LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მოგზაურობისთვის საუკეთესო მოქალაქეობა გამოავლინეს

55
Close up of woman holding a passport of Japan at the Airport

სინგაპურისა და იაპონიის მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ ვიზის გარეშე მსოფლიოს 192 ქვეყანა მოინახულონ. შესაბამისად, მათი პასპორტები პლანეტის მასშტაბით ყველაზე გავლენიანია.

მოგზაურობისთვის საუკეთესო მოქალაქეობების რეიტინგი Henley Passport Index-ის სპეციალისტებმა შეადგინეს. მათ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით იხელმძღვანელეს.

საუკეთესო პასპორტების ათეულში შედის ასევე – გერმანიის, სამხრეთ კორეის, ფინეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ესპანეთის და ავსტრიის დოკუმენტები. ამასთან, აშშ-მ, ბელგიასთან, ახალ ზელანდიასთან, ნორვეგიასთან და შვეიცარიასთან ერთად მე-6 პოზიცია დაიკავა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ 186 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ.

სიაში ბოლო პოზიციაზე ავღანეთი გავიდა და ავღანელებს ვიზის გარეშე 26 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. ცოტა მეტი შესაძლებლობა აქვთ სომალის, იემენის, პაკისტანის, სირიის და ერაყის მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები