ფრენკ სინატრას “my Way” და The Beatles-ის „Hey Jude” იმ სიმღერების სიაში მოხვდა, რომელსაც განუკურნებელი დაავადების მქონე ადამიანები თავისი ცხოვრების ბოლო წუთებში მოსასმენად ირჩევენ.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Marie Curie-მ, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებში ადამიანების დახმარებითაა დაკავებული, ნათესავები გამოკითხა და მომაკვდავთა პირველი ფლეილისტი შეადგინა.
სინატრას საკულტო ტრეკი სიის პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო „These are the days of our lives”, რომელსაც ჯგუფი Queen ასრულებს, მეათე პოზიციას იკავებს.
მეორე პოზიციაზეა უიტნი ჰისტონის ბალადა “I Will Always Love You”.
სხვა სიმღერების სია, რომელიც ათასობით ზრდასრულმა ბრიტანელმა შეადგინა, ასე გამოიყურება:
- My Way – Frank Sinatra
- I Will Always Love You – Whitney Houston
- (Simply) The Best – Tina Turner
- Over The Rainbow – Judy Garland
- Girls Just Want to Have Fun – Cyndi Lauper
- Angels – Robbie Williams
- What A Wonderful World – Louis Armstrong
- Beautiful – Christina Aguilera
- Hey Jude – The Beatles
- These Are The Days Of Our Lives – Queen