LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები თავის მშობლებს ისე არ ჰგვანან, როგორც გვეგონა – კვლევა

129
_methode_times_prod_web_bin_5e600769-15ea-49d3-9ead-27638759eeee

ქცევითი მსგავსება მშობლებს, მათ შვილებსა და შვილიშვილებს შორის არც თუ ისე დიდია. ბავშვის ფიქრების, გრძნობების და ქცევების წინასწარმეტყველება, მამის და დედის პიროვნების ანალიზით შეუძლებელია. ასეთი დასკვნა ესტონელმა მეცნიერებმა ბრიტანელ კოლეგებთან მუშაობის დროს გამოაქვეყნეს. ექსპერიმენტის შესახებ The Times წერს.

სპეციალისტებმა გამოკითხვა 1000 წყვილ ნათესავს შორის ჩაატარეს.

მონაწილეებმა თავისი ხასიათი სისტემა „დიდი ხუთეულის“ მიხედვით შეაფასეს. ეს სისტემა ხუთი მახასიათებლის შეფასებას გულისხმობს: ღიაობა, პატიოსნება, კეთილი ზრახვები, ნერვიულობა, ახალი გამოცდილებისთვის ღიაობა და ექსტრავერტობა. უფრო ზუსტი მონაცემების მისაღებად, სპეციალისტებმა ეს შეფასებები მოხალისეთა ოჯახის წევრებთანაც გადაამოწმეს.

აღმოჩნდა, რომ პიროვნული თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის მაჩვენებელი მხოლოდ 40%-ს შეადგენს. ამიტომ, ადამიანის ხასიათი შესაძლოა უფრო მეტად სხვა ადამიანის ხასიათს ჰგავდეს, ვიდრე დედას ან მამას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები