LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მსოფლიოში სამი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი დაასახელეს

42

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის ექსპერტებმა ფლორიდიდან სამი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი გამოავლინეს. საუბარია იმ მოდელებზე, რომლებმაც მიმდინარე წელს Top Safety Pick+ის ჯილდოს მიღება შეძლეს. ტოპ სამეულში წარმომადგენლობითი სედანი Lincoln Continental, გერმანული Mercedes E-Class და ბიზნეს სედანი Toyota Avalon დასახელდნენ. აღნიშნულმა ავტომობილებმა ქრაშ-ტესტების სერიაში უმაღლესი ქულა მიიღეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ავტომობილებში მძღოლებსა და მგზავრებს ყველაზე მეტი შანსი აქვთ ავარიის შემდეგ გადარჩნენ. აღსანიშნავია, რომ იაპონური Toyota Avalon სიაში მთელი რიგი ფუნქციონალური დეტალების შეცვლით მოხვდა. ავტომობილის მოდერნიზაციამ ავტომობილს საშუალება მისცა უსაფრთხოების ახალ დონეზე გასულიყო.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ქრაშ-ტესტების შედეგებით „კარგი” შეფასებები მიიღეს ისეთმა მოდელებმა როგორებიც არის Chevrolet Impala, Ford Taurus და ამერიკული ელექტროქარი Tesla Model S.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები