LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასტუმროები დაასახელეს

55

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასტუმროები დაასახელეს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება კი Western Premier Grand Canyin Squire Inn-მა მოიპოვა. ტურისტული სერვისის TripAdvisor-ის აზრით, ამერიკაში კერძოდ კი არიზონას შტატში მდებარე დაწესებულება მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სასტუმროს ძალიან ბევრი ადამიანი ჯავშნის და მასზე თითქმის ისეთივე მოთხოვნაა, როგორიც დიდი-კანიონის პარკზე.  Western Premier სულ 318 ოთახისგან, 3 რესტორნისგან, აუზისა და სპორტდარბაზისგან შედგება. ერთი ღამის ფასი კი 207 დოლარიდან იწყება. ყველაზე პოპულარულთა მეორე და მესამე ადგილებიც ასევე ამერიკულმა დაწესებულებებმა – ნიუ-იორკში მდებარე – Park Lane Hotel-მა და Yavapai Lodge-მა დაიკავეს. რაც შეეხება ევროპას, tripadvisor-ის აზრით, ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო დუბლინში მდებარე croke park გახდა. ირლანდიის დედაქალაქში განთავსებულ კომფორტულ დაწესებულებაში ერთი ღამის გათენება 152 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები