LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროებში ადმინისტრატორების ნაცვლად პლანშეტები მოგემსახურათ

50

სასტუმროები ადმინისტრატორებზე უარს ამბობენ. ტრადიციული დახლი, რომლის გავლაც აქამდე ყველა სტუმარს უწევდა – ნელ-ნელა წარსულს ბარდება. მომსახურების ახალი სისტემა ბევრად უფრო მოსახერხებელი და თანამედროვეა. სასტუმროს მისაღებში დამონტაჟდება პლანშეტი, რომელიც რეგისტრაციის პროცესს ბევრად უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. ბუნებრივია, რეგისტრაციის ტრადიციულ მეთოდსაც ქონდა თავისი დადებითი მხარე, მაგალითად ის რომ ამ დროს სტუმარი ცოცხალ ადამიანს ეკონტაქტებოდა და ეს პროცესი ასაკოვან სტუმრებს ძალიან მოსწონდათ. გარდა ამისა, გარკვეული სირთულის წარმოქმნისას ყველაფერს ადმინისტრატორი აგვარებდა. ამიერიდან კი პრობლემების გადაჭრა ხელოვნურ ინტელექტს მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები