LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ყველაზე საიმედო ავტომობილები გამოავლინეს

84

ამერიკული ანალიტიკური კომპანიის J.D. Power and Associates ექსპერტებმა ყველაზე საიმედო ავტომობილების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს. გამოკითხვაში 33 500-მა ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ავტომობილის ხუთწლიანი ექსპლუატაციის შესახებ სხვადასხვა ტექნიკურ კითხვას ცემდნენ პასუხს.

ყველაზე საიმედო ავტომობილი ამჯერად ჰეთჩბეკი Fiat 500 აღმოჩნდა. ასევე, ეს ავტომობილი გახდა საქალაქო ავტომობილების სეგმენტის გამარჯვებულიც. ის საკმაოდ პოპულარულია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც.

საიმედო ავტომობილების ჩამონათვალის მეორე პოზიცია იაპონურმა სედანმა Lexus ES-მა მიიღო. კაპოტ ქვეშ 3,5 ლიტრიანი ძრავი აქვს.

სამეულს კი Buick Verano ასრულებს. ხუთეულში ასევე Honda Jazz/Fit და Mini Cooper-ი შედიან. ტოპ ათეულს Chevrolet Malibu, Lexus GS, Chevrolet Camaro, Buick LaCrosse და Hyundai Santa Fe ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები