ერთი ღერი სიგარეტი სიცოცხლეს 20 წუთით ამცირებს – ნათქვამია ბრიტანელი მეცნიერების უახლეს კვლევაში, წერს CNN-ი.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, ვინც სიგარეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა – სიცოცხლე 10 წლით შეუმცირდათ, იმ ადამიანებთან შედარებით ვინც თამბაქოს არასდროს გაჰკარებია.
უფრო ზუსტად, ერთი ღერი სიგარეტი მამაკაცებში სიცოცხლეს 17 წუთით ამცირებს, ხოლო ქალებში – 22 წუთით.
აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტი წელი მოიხმარს ადამიანი სიგარეტს, მით მეტად იცვლება მისი იმუნური სისტემა, იზრდება ინფექციების, სიმსივნის და სხვა საშიში დაავადებების რისკი. როცა მწეველი თამბაქოზე უარს ამბობს, იმუნური სისტემა აღდგენას იწყებს, თუმცა ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
კვლევის ავტორთა ინფორმაციით, მთავარი კარგი ამბავიც სწორედ ეს ფაქტია. იმუნური სისტემა ნამდვილად იწყებს აღდგენას და ამიტომ ამ მავნე ჩვევის გადაგდება გვიანი არასდროსაა.
საინტერესოა, რომ ის ადამიანები ვინც დღეში 10 ღერს ეწეოდა და მოწევას თავი 1 იანვრიდან დაანება, წლის ბოლოსთვის თავისი ცხოვრების 50 დღის გადარჩენას შეძლებს.