LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ნახვით შეყვარება მითია! – ამტკიცებენ მეცნიერები

31

ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, გრძნობა, რომელიც ადამიანთან პირველი შეხვედრისას გვიჩნდება და სიყვარულის ერთგვარ სიგნალად აღიქმება, სინამდვილეში არ არსებობს და ყველაფერი მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ბოროტი ხუმრობაა, რადგან შეუძლებელია ადამიანს ერთი ნახვით გაუჩნდეს ისეთი ძლიერი გრძნობა, როგორიც სიყვარულია.

დოქტორ დონა ჯო ბრიჯის განცხადებით, ადამიანის ტვინს მეტად რთული მექანიზმი აქვს და არ შეიძლება მისი შედარება ვიდეოკამერასთან, რადგან ტვინის „ჩანაწერები“ მუდვივად ივსება, ანუ მეხსიერება უწყვეტად რედაქტირდება, მდიდრდება ახალი ემოციებით და გასული წლების გამოცდილებით. ზოგჯერ, გონება წარსულიდანაც იღებს „კადრებს“ და საკუთარი გადაწყვეტილებით უკავშირებს აწმყოს „ნაწყვეტებს“, მერე კი, ყველა ცალკეული კომპონენტი ერთიანდება და ადამიანს ცრუ სიგნალს აძლევს, თითქოს ის შეყვარებულია.

ემოციები და მოგონებები ხშირად ირევა ერთმანეთში, ივსება და მრავალფეროვნდება, რათა ზუსტად ასახოს ადამიანის მდგომარეობა და შეესაბამებოდეს მის ფასეულობათა სისტემას. ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესის გაკონტროლება და არც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, სად მოგონებაა და სად გრძნობა, ამიტომ, ერთი ნახვით შეყვარება მეტწილად ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები