LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ლილიკო ნემსაძის რომანსი, რომელსაც არაჩვეულებრივი ტექსტი მოარგო ნანა ცინცაძემ…“ – კახა გრიგალაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

199
კახა-გრიგალაშვილი1

22 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი კახა გრიგალაშვილი სტუმრობდა, რომელმაც „ქართული ხმების“ შემოქმედებაში არსებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი, სოლო ნამუშევარი „გული“ წარუდგინა.

კახა, რა სიახლეებია „ქართული ხმების“ კარიერაში, ახლო მომავალში თუ გეგმავთ კონცერტებს?

ანსამბლი რეგიონებში ვგეგმავთ კონცერტებს და უფრო აპრილი-მაისის პერიოდში იქნება ეს ყველაფერი. აქტიურად ვართ ჩართული რაღაც ახლის ძიებაში, ასევე ვემზადებით დიდი კონცერტისთვის, რომელიც შემოდგომაზე არის დაგეგმილი.

ვისაუბროთ შენს ახალ, სოლო სიმღერაზე „გული“.

ეს არის ლილიკო ნემსაძის რომანსი, რომელსაც არაჩვეულებრივი ტექსტი მოარგო ნანა ცინცაძემ. მშვენივრად გაართვა თავი არანჟირებას ირაკლი მენთეშაშვილმა. სიმღერა „სანო სტუდიაში“ ჩაიწერა. ძველი სიმღერაა, მაგრამ ახლა გავაცოცხლეთ. დაახლოებით 15 წლის წინ დაიწერა, მაგრამ ასე ვთქვათ, თაროზე იყო შემოდებული.

კახა გრიგალაშვილი – გული

გადაცემის აუდიოჩანაწერი

კახა გრიგალაშვილი. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები